ქვეყნის მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება: სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახითაც.
„დღეისათვის დასავლეთ საქართველოში გვექნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია იყოს ქარბუქი", - ნათქვამია განცხადებაში.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც ნავარაუდევია თოვლი, ქარბუქი და ნისლი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია მცირე თოვლი.