თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში ორი ახალგაზრდა დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი”.
შემთხვევა წყალწმინდის დასახლებაში მოხდა.
დაჭრილები, რომელთაგან ერთი 17 წლისაა, სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისა მცდელობას გულისხმობს.