თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 23-25 თებერვლის პერიოდში ცივი ამინდია ნავარაუდევი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ნავარაუდევია ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის მინუს 4-6 გრადუსამდე დაეცემა.
საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი.