თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. „მაკკეინის ინსტიტუტმა" საქართველოში რვოლუციის დაორგანიზებისთვის ახალი ინსტრუქცია გამოსცა, რადგანაც ქვეყანაში არ მომხდარა სიტუაციის დესტაბილიზაცია და რამაც მათში იმედგაცრუება და პანიკა გამოიწვია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა საკუთარ წერილში „როგორ შეიძლება დემონსტრნტებმა გაიმარჯვონ" აქციის მონაწილეებს მოუწოდა საყოველთაო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვის ეტაპზე გადავიდნენ, რაც გამოიწვევს ეკონომიკის პარალიზებას და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“.
„სერიოზული პანიკა, გაწბილება, ისტერიკა გამოიწვია იმან, რომ რევოლუცია არ შედგა, სისხლი არ დაიღვარა, როგორც ამას „მაკკეინის ინსტიტუტი" ქვეყანას მოუწოდებდა და მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ ჩართულიყვნენ ისეთ პროტესტში, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა საქართველოს „მაიდნის" სცენარამდე", - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოზე დღემდე გრძელდება სერიოზულ ზეწოლა და ეს, ვოლსკის თქმით, განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებდა და გეგმავდა, მათ შორის, „მაკკეინის ინსტიტუტი".
„დესტაბილიზაცია არ შედგა და აქედან გამომდინარე ახალი ინსტრუქცია გამოსცეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მანამდე ტორნტონმა სოციალურ ქსელ X-ზე თბილისში გამართული აქციის ვიდეოკადრები გააზიარა და დაწერა, რომ „ქართული ოცნების" დღეები დათვლილია. არავინ არ დგას თქვენს მხარეს, აღნიშნა ტორნტონმა. მმართველმა პარტიამ მისი განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლორა ტორნტონს არასერიოზული ადამიანი უწოდა. რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს", პრემიერის თქმით, ეს არის „დიფ სთეითის“ (Deep state) პირდაპირი გამოვლინება.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს.
ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობაში“ გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე-პარტიებს.
ყველა ეს პარტია პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად შევიდა, თუმცა უარი განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარებასა და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში „მაკკეინის ინსტიტუტის" მისიამ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა და ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა.
დოკუმენტში პირდაპირ ნათქვამია: „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის "~„ბანდიტების" ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება".
აქციები თბილისში
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდნის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდებვა იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.