რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები

ექსპორტმა 403,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 19,3%-ით მეტია 2024 წლის იანვართან შედარებით.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. 2025 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის იანვართან შედარებით 45,5%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2025 წლის იანვარი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

403,9

19,3

იმპორტი

1 604,2

45,5

სულ

2 008,1

39,3

ექსპორტმა 403,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 19,3%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 57,2%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

მსუბუქი ავტომობილები

129,9

16,0

სპირტიანი სასმელები

14,3

10,2

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

13,8

-

მინერალური წყლები

13,4

46,6

ღვინო

12,9

-28,0

2025 წლის იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტოვანი სასუქების (54,5%), ნავთობპროდუქტების (52,3%), მინერალური წყლების (46,6%) და დამუშავებული, დაუმუშავებელი ან ფხვნილის ოქროს (46,5%) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან დაეცა მხოლოდ ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (32,4%), ასევე ყურძნის ნატურალური ღვინოების (28%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

ნახატები

481,1

2 004 057,9

მსუბუქი ავტომობილები

151,0

-23,1

ნავთობპროდუქტები

106,9

32,9

გაზი

74,0

8,7

მედიკამენტები

48,1

-20,2

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ხელოვნების ნიმუშების: სურათების, ფერწერული ტილოების - 2 004 058%-ით, ასევე ნებისმიერი მასალისგან დამზადებული ქანდკებებისა და სტატუეტების - 75 388%-ით იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (54,6%-ით), სატელეფონო აპარატების (40,3%-ით), მსუბუქი ავტომობილების (23,1%-ით), მედიკამენტების (20,2%-ით) და სატვირთო ავტომობილების (11,3%-ით) ექსპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2025 წლის იანვარში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი აშშ-ს უკავია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 361,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 18%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი

ქვეყნები

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

აშშ

361,7

189,5

დიდი ბრიტანეთი

267,2

2 307,0

რუსეთი

203,3

6,9

თურქეთი

196,4

-15,9

ჩინეთი

133,7

38,2

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, გერმანია, სომხეთი და ყაზახეთი.