თბილისი, 21 თებერვალო — Sputnik. საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
მატჩში ანგარიში 69-ე წუთზე ანდორელებმა გახსნეს. თუმცა, 84-ე წუთზე მაიკო ბებიამ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ გაიტანა.
ერთა ლიგის C2 ჯგუფში, საქართველოსა და ანდორის გარდა, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ.
რაც შეეხება ირის ანტმანის გუნდის მომდევნო მატჩს, ქართველი ფეხბურთელები 25 თებერვალს კვიპროსს ქალაქ ლარნაკაში შეხვდებიან.