ევროდეპუტატი: საქართველო ისტორიის სწორ მხარეს დგას

სკოვალი პოლიტიკოსი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იკავებს სწორ პოზიციას, ისევე როგორც სლოვაკეთი და საქართველო, რომლებიც დგანან ისტორიის სწორ მხარეს, რომელსაც მშვიდობა ჰქვია, განაცხადა სლოვაკმა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ.
როგორც ტრამპმა განაცხადა, მის წინამორბედ ჯო ბაიდენს „არც უცდია" უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, ევროპამ კი „მარცხი განიცადა". ტრამპის თქმით, იგი „კონფლიქტის დასრულების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებს". ის ასევე დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე ზელენსკი „ვერასდროს შეძლებს" მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას მოსკოვთან.
„ტრამპს სწორი პოზიცია უკავია, როდესაც ამბობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ეს იყო ბაიდენის, ზელენკსის, დსავლელი ლიდერების, ბორის ჯონსონის (დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერი - რედაქტორი) და სხვების შეცდომა, რომლებმაც ხელიდან გაუშვეს ისტორიული შანსი, რომ ომი არ გაგრძელებულიყო", - განაცხადა ბლაჰამ ტლეკომპანია „იმედის" ეთერში.
პოლიტიკოსმა სტამბულში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი, მისი დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შეიძლებოდა დასრულებულიყო. თუმცა, დასავლური იმპერიალიზმისა და ომის მხარდამჭერების გამო, კონფლიქტი გრძელდება და ასობით ათასი ადამიანი იღუპება ომში, რომელსაც პოლიტიკოსის თქმით, უკრაინა ვერ მოიგებს.
„ჩვენ საბოლოოდ გვესმის სიმართლე, რასაც ღაღადებს დონალდ ტრამპი, რომ ეს იყო ზელენსკის შეცდომა, რომ იგი არის პასუხისმგებელი ამ ომზე. პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სლოვაკეთში ჩვენი პარტია მოხარული ვართ, რომ პროცესის დასაწყისიდანვე ჩვენ ვიყავით ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
სლოვაკეთის ხელისუფლება ამბობდა იმას, რასაც ახლა საუბრობენ აშშ-ის პრეზიდენტი და ამერიკელი პოლიტიკოსები.
მისი თქმით, თითქმის სამი წლის განმავლობაში სლოვაკეთის ხელისუფლებას აკრავდნენ ექსტრემისტების იარლიყს და ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ რუსეთის ჯაშუშები და აგენტები, „პუტინის მარიონეტები". ახლა კი, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მსოფლიოში ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს.
„მხოლოდ ბრიუსელის ტექნოკრატები არიან განსხვავებულები და ევროპელი ლიდერები, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში მხარს არავინ უჭერს. მაკრონმა (საფრანგეთის პრეზიდენტი - რედ.) წააგო საპარლამენტო არჩევნები, იგივე ეხება გერმანიის კანცლერს იმიტომ, რომ ომის მხარდამჭერი იყო და იგივე ეხება სხვა ქვეყნებსაც", - აღნიშნა ბლაჰამ.
პოლიტიკოსის თქმით რუსოფობიური პოზიციები დროს ვეღარ გაუძლებს და „ომის სიტუაცია შეიცვლება".
„სლოვაკეთი, საქართველო და სხვა ქვეყნები ზუსტად იმ მხარეს დგანან ისტორიის, რასაც ჰქვია მშვიდობა და ეს არის ძალიან კარგი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვის“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
გუშინ გამართულ პრეკონფერენციაზე ტრამპმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინამ არ გამოიყენა შესაძლებლობა რუსეთთან მოლაპარაკებებისა და ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორიის შენარჩუნებისთვის, ახლა კი უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე გაიმართა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ უნახავს გამჭვირვალე ანგარიში იმის თაობაზე, თუ სად მიდის ვაშინგტონის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დახარჯული „ასობით მილიარდი" დოლარი.
სამშაბათს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების პირველ რაუნდი გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნან პირობები რუსეთსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის სრულად აღდგენისთვის, ასევე უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს ძალისხმევის გაერთიანება გეოპოლიტიკურ სფეროებსა და ეკონომიკურ საკითხებში.
კერძოდ, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, აღმოფხვრან ხელოვნური შეზღუდვები საელჩოებისა და სხვა უცხოური ინსტიტუტების მუშაობაზე და შექმნან მაღალი დონის სამუშაო ჯგუფები უკრაინის კრიზისის სწრაფად მოგვარებისთვის. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-მა მოსკოვის პოზიციის უკეთ გააზრება დაიწყო.