თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი".
სპეცოპერაცია დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის შენობის წინ ჩატარდა. ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, სავარაუდოდ, ე.წ. მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისთვის პროგრამით განკუთვნილ მეტადონს კანონდარღვევით ყიდდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას ან გასაღებას გულისხმობს.