ლილოში მომდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი პირი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ლილოს დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 36 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება გამოცემა „გურია ნიუსი".
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ასევე დაშავდა სამი პირი, რომლებიც „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.