თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ ურთიერთობები უფსკრულის ზღვარს დააშორონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმაში გამართულ „სამთავრობო საათზე“.
„მთავარია შევხვდეთ, მოვისმინოთ და გავიგონოთ; და მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალისტური იქნება იმ პარტნიორების მიმართ, ვისაც ისინი ეხება. ჩვენ დავიწყეთ უფსკრულის კიდიდან უკან დაწევა, სადამდეც ჩვენი ურთიერთობები ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიყვანა. პირველინაბიჯები, ატმოსფეროდადებითია, განზრახვები — სწორი“, — თქვა მან.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთმა აშშ-ს გადასცა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანაში საელჩოების მუშაობას — მათ შორის იყო რუსეთის დიპლომატიური საკუთრების, ფინანსების, დიპლომატების რაოდენობისა თუ სხვა საკითხებიც.
სერგეი ლავროვი სახელმწიფო დუმას ერ-რიადში აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის მეორე დღეს ეწვია. ღონისძიების თემა იყო რუსეთის საგარეო პრიორიტეტები.