ბათუმში ავტოავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, იუწყება გამოცემა „აჭარათაიმსი".
შემთხვევა ბაგრატიონისა და აბაშიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.
გავრცლებული ინფორაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები, სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.