მიქაუტაძემ თავის კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა 100-გოლიან ნიშნულს 24 წლის ასაკში მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ფრანგული „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მიერ „მონპელიეს“ კარში გატანილი გოლი ფეხბურთელისთვის საიუბილეო გახდა - სეზონზე მეათე და კარიერაში მეასე.
კვირას მიქაუტაძე „მონპელიესთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-3 წუთზე გოლის გატანა მოახერხა. „ლიონი“ მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და შეხვედრა 4:1 ანგარიშით მოიგო.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა 100-გოლიან ნიშნულს 24 წლის ასაკში მიაღწია. გარდა ამისა, გასულ კვირას მიქაუტაძის გოლი „ანჟეს“ კარში, საფრანგეთის ლიგა 1-ში დეკემბერ-იანვარში საუკეთესო გოლად აღიარეს.
მიქაუტაძეს კარიერაში 38 გოლი აქვს გატანილი „მეცში“, 36 –„სერენში“, 10 – „ლიონში“ და 16 - საქართველოს ნაკრებში.
2024 წლის ივლისში, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიქაუტაძე ოფიციალურად გახდა მშობლიური „ლიონის“ ფეხბურთელი, რომლის შემადგენლობაშიც ახალგაზრდობაში თამაშობდა. მანამდე მიქაუტაძე მეორე ლიგის კლუბ „მეცში“ თამაშობდა.
მიქაუტაძის შეძენა „ლიონს“ 18,5 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტი 2028 წლის 20 ივნისამდეა გათვლილი. დეკემბერში მიქაუტაძე საფრანგეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.