თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ამოცანა — ეს ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორებაზე გადასვლა და ასევე დამოუკიდებელი ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა კასპიის მესამე ეკონომიკურ ფორუმზე.
„გადაუდებელი ამოცანაა ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორებაზე გადასვლა, ასევე დამოუკიდებელი ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარება. მეგობრული ქვეყნების პარტნორებთან გადახდის სისტემებში ურთიერთქმედებას ვალაგებთ, ვაფართოვებთ ბარათი „მირის“ გამოყენების გეოგრაფიას“, — თქვა მან.
რუსეთის პრემიერის აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გადახდების საიმედოობისა და მოქალაქეთა კომფორტისთვის.