თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ქალი ერთ-ერთ ავტომობილში იჯდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი უკვე დააკავეს.