თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას წყალტუბო-ქუთაისის გზაზე , იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.
ავტომობილი მთლიანად არის დამტვრეული. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.