თბილისის შეყვარების ათი მიზეზი - Easyjet Traveller-ის რეკომენდაციები

ბრიტანული ლოუკოსტერი EasyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet-მა საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქს მიუძღვნა სტატია სახელწოდებით„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“.
EasyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და კვირაში ექვს რეისს ლონდონში, ჟენევასა და მილანში შეასრულებს.
სტატიაში ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.
კალაუბანი
„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რატომაც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა“, - ნათქვამია პუბლოკაციაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია.
„აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და ამავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით “, - წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე საუბარია ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.