უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ცალკეულ რაიონში 15-17 თებერვალს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 3-5 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 11-13 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 7-9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 1-3 გრადუსი დაფიქსირდება.