თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად დაადასტურა შვეიცარიის მოქალაქის დაღუპვა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბძოდა, იტყობინება ტელე-რადიოკომპანია SRF
„უკრაინის არმიამ წლის დასაწყისში აცნობა კიევში შვეიცარიის საელჩოს, რომ, საომარ მოქმედებებში შვეიცარიის მოქალქე დაიღუპა“, — აცხადებს ტელეარხი.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, უცნობია, რა ვითარებაში დაიღუპა შვეიცარიელი, რომელ დანაყოფში და სად იბრძოდა იგი. შვეიცარიის სამხედრო იუსტიციაში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან.
როგორც რუსული მედია წერს, ამ დროისათვის უცნობია, შვეიცარიის რამდენი მოქალქე იბრძვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში აკრძალულია უცხო ქვეყნის არმიებში დაქირავებულ მებრძოლად შესვლა. კანონდამრღვევებს ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მანამდე შვეიცარიის სამხედრო იუსტიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ იმენჰაუზერმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ მათ 13 გამოძიება აქვთ დაწყებული შვეიცარიის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლად მსახურებაში.