რუსეთის ტექნოლოგიური დომინირება ავიაკოსმოსურ სფეროში დამაჯერებლად დაამტკიცა მაღალინტენსიური შეიარაღებული კონფლიქტის დროს Су-57-მა – მსოფლიოში ერთადერთმა მეხუთე თაობის გამანადგურებელმა საბრძოლო გამოცდილებით. უფრო ზუსტად, წარმატებული გამოცდილებით მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგობის დაძლევაში. Су-57, უდავოდ, გამოფენა Aero India 2025-ის ვარსკვლავი გახდება. Aero India 12-14 თებერვალს ბანგალორში გაიმართება.
უახლესი მეხუთე თაობის გამანადგურებელი Су-57Э „როსობორონექსპორტმა“ საერთაშორისო ავიასალონზე Aero India 2025 პირველად წარადგინა. სამხედრო ავიაციის ეს მრავალფუნქციური კომპლექსი წარმატებით ასრულებს ფართო სპექტრის საბრძოლო ამოცანებს. გამანადგურებელი გამოირჩევა რადარებისთვის დაბალი ხილვადობით, ეფექტურად იყენებს მართვად მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებებს, მათ შორის, შორი მანძილის რაკეტებს. Су-57Э-ს შეუძლია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების განადგურება დღის და ღამის პირობებში, რთულ მეტეოროლოგიურ გარემოში, ასევე თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგობის პირობებში.
ექსპორტულმა ვერსიამ, როგორც სამხედრო სპეციალისტების, ასევე უცხოელი დამკვეთების დიდი ინტერესი გამოიწვია. Су-57-ის ტრიუმფალური საერთაშორისო დებიუტის შემდეგ, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გამოფენა Airshow China-ზე შედგა, რუსეთის პარტნიორები ამ გამანადგურებლის შესაძენად რიგში ჩადგნენ. უკვე ცნობილია, რომ ნიუ-დელი Су-57-ის შეძენის გადაწყვეტილებას გამოფენა Aero India 2025-ის შემდეგ მიიღებს.
განახლებული საჩვენებელი ფრენით Су-57Э-ს ბანგალორში წარადგენს რუსეთის გმირი, დამსახურებული საცდელი მფრინავი სერგეი ბოგდანი. ამავდროულად, გაერთიანებული ავიამშენებლობის კორპორაციის სტენდზე Aero India-ს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, Су-57-ის ინტერაქტიულ ტრენაჟორზე ვირტუალური რეალობის ელემენტების გამოყენებით „იფრინონ“.
გამანადგურებელი Су-57 არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური შედევრი Aero India2025-ზე. აქ წარმოდგენილია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 500-ზე მეტი მოწინავე პროდუქტი. საბრძოლო მოქმედებების დროს მაღალი ეფექტურობა აჩვენეს ბარაჟირებადმა საბრძოლო დანიშნულების უპილოტო აპარატმა „Ланцет“-მა, დიდი სიშორის საზენიტო სარაკეტო სისტემამ С-400 „Триумф“-მა, საშუალო სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა „Тор“-მა, საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსმა „Панцирь-С1М“-მა, დაბალი ხილვადობის ფრთოსანმა რაკეტამ Х-69-მა...
ბანგალორში რუსული სიახლეები არ დაიკარგებიან 150 უცხოური კომპანიის მიერ წარმოდგენილი 900-ზე მეტი ავიაციური ნიმუშის ფონზე.
Aero India ქვეყნის უდიდესი ავიაკოსმოსური გამოფენაა, რომელიც 1996 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ინდოეთის ხელისუფლება ავიასალონს განიხილავს, როგორც პლატფორმას „თავდაჯერებული და თვითკმარი ახალი ინდოეთის“ პოპულარიზაციისთვის, რომელიც უფრო ძლიერდება, დიდწილად, რუსეთთან „პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის“ წყალობით.
Aero India 2025-ის გახსნის წინ„როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა აღნიშნა, რომ ბოლო20 წლის განმავლობაში ინდოეთმა რუსეთთან 50 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების კონტრაქტები გააფორმა, ხოლო რუსული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის საერთო მიწოდებამ დაახლოებით 80 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2015-2025 წლებში, ინდოეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის წილი ინდოეთის არმიისთვის განკუთვნილი იარაღის საერთო მიწოდებაში 30 პროცენტზე მეტია (პირველი ადგილი).
ინდურმა გამოცემამ The Economic Times-მა ბანგალორის გამოფენის მთავარი ინტრიგა გამოყო – რუსეთსა და აშშ-ს შორის ტექნოლოგიური დაპირისპირება: „Aero India-ს ისტორიაში პირველად ერთდროულად იქნება წარმოდგენილი მეხუთე თაობის ორი ყველაზე მოწინავე გამანადგურებელი – რუსულიСу-57 და ამერიკული F-35“. თუმცა „ამერიკელი“ მხოლოდ სტატიკურ ექსპოზიციაში მიიღებს მონაწილეობას და მისი ფრენებში ჩართვა არ დადასტურებულა. შესაძლოა, ამის მიზეზი ალასკაზე F-35-ის ბოლოდროინდელი კატასტროფის გამოძიებაა.
გარდა ამისა, პენტაგონის ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ F-35-ს კვლავ აწუხებს დაბალი ტექნიკური მზადყოფნის პრობლემები. გაუმართავი პროგრამული უზრუნველყოფა (TR-3) ხელს უშლის F-35-ის Block 4 სტანდარტამდე მიყვანას 2020-იანი წლების შუა პერიოდისთვის, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. და ეს ვადა 2030-იანი წლების დასაწყისამდე გადაიდო. უდავოა, რომ F-35-ის გაყიდვების დონე მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ თვითმფრინავის რეალურ საბრძოლო მზადყოფნას – მარკეტინგის ხელოვნება აშკარად დომინირებს საღ აზრზე.
"როსობორონექსპორტი" აქტიურად ავითარებს სხვადასხვა შეიარაღების სისტემებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე და, ამერიკისგან განსხვავებით, არასოდეს სთავაზობს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ავიაციას 55-პროცენტიანი მზადყოფნის დონეზე.
რუსი სპეციალისტები მუდმივად სრულყოფენ საბრძოლო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, მაღალი სიზუსტის ბორტულ შეიარაღებას. ასევე სახმელეთო საშუალებებს, რომლებიც მოწინააღმდეგის ავიაციისა და სარაკეტო იარაღის წინააღმდეგაა გამიზნული.
რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხარისხისა და ეფექტურობის შემცირების გარეშე.
რა თქმა უნდა, რუსეთის კოსმოსური ძალები მეხუთე თაობის გამანადგურებლებს პრიორიტეტული წესით იღებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე