რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - 2024 წლის სტატისტიკა

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,8 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის მაჩვენებლებზე 1,4%-ით ნაკლებია.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,3 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 11,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1 ათას ლარს ხარჯავდა - 11,2%-ით მეტს, ვიდრე 2023 წელს. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2024 წელს

რაზე დახარჯეს

ხარჯები, მლნ ლარი

წილი მთლიან ხარჯში, %

ხარჯები ვიზიტზე, ლარი

საყიდლები

863,7

38,1

383,9

კვება

611,7

27,0

271,9

განთავსება

360,9

15,9

160,4

ადგილობრივი ტრანსპორტი

248,3

11,0

110,4

გართობა

92,8

4,1

41,3

სხვა ხარჯები

89,9

4,0

39,9

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,8 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის მაჩვენებლებზე 1,4%-ით ნაკლებია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (45,7%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 1,5 მლნ, რაც 7,7%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,4%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში – 12,1%, აზერბაიჯანში (2,2%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,3%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2024 წელს

ვიზიტის მიზანი

ტურისტების რაოდენობა, ათასი

წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, %

მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა

752,3

33,4

შოპინგი

744,5

33,1

დასვენება და გართობა

417,7

18,6

პროფესიული საქმიანობა

233,7

10,4

მკურნალობა

49,7

2,2

სხვა

51,5

2,3

2024 წელს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 7 ღამე შეადგინა, რაც 6,3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.