თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს დაასრულოს უკრაინაში კონფლიქტი, რის შემდეგაც უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ევროპამ უნდა იკისროს, იუწყება РИА Новости.
„პრეზიდენტი ტრამპი აპირებს ამ კონფლიქტის დასრულებას, ხოლო შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად ევროპელების პასუხისმგებლობა იქნება", - განაცხადა მან ტელეარხ NBC-ის ეთერში.
როგორც ტრამპის მრჩეველმა აღნიშნა, მიმდინარე კვირაში ევროპაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, თავდაცვის მინისტრის, ვიცე-პრეზიდენტის და სპეცწარმომადგენლის მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართება, სადაც კონფლიქტის დარეგულირების დეტალებს განიხილავენ.
მისი თქმით, ვაშინგტონი ასევე გეგმავს უკრაინასთან განიხილოს ბუნებრივ რესურსებთან, მათ შორის იშვიათ მინერალებთან, ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული საკითხები.