NYP: ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რამდენჯერ ისაუბრა პუტინთან.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესაძლო გზები რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა, იუწყება გაზეთი New York Post.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს აღნიშნა, რომ კრემლი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მომავალი კონტაქტების შესახებ ინფორმაციას წარადგენს როგორც კი კონკრეტული დეტალები გაირკვევა.
„ტრამპი რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რათა მიეღწია შეთანხმებისთვის უკრაინაში კონფლიქტის დასრულების თაობაზე“, - აცხადებს გაზეთი პარასკევს ამერიკის პრეზიდენტის მიერ Air Force One-თვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რამდენჯერ განიხილა ეს საკითხი პუტინთან.
ნაბიჯები მოლაპარაკებებისკენ
გაზეთის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტი „ზიანს აყენებს უკრაინას“ და მისი დროულად დასრულების იმედი გამოთქვა. გამოცემის მტკიცებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს „კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული გეგმა“.
გარდა ამისა, ინტერვიუს დროს ტრამპმა მიმართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ მაიკ უოლცს და დაავალა ორგანიზება გაუწიოს შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავს სიტუაციის დარეგულირებას.
„მოდით დავიწყოთ ეს შეხვედრები. მათ უნდათ შეხვედრა. ხალხი ყოველდღიურად იღუპება", - ციტირებს New York Post-ი ტრამპის სიტყვებს.