ლავროვი: რუსეთი მიესალმება ტრამპის სიტყვებს

Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მოსკოვი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომ უკრაინის ნატოში შეყვანის მცდელობა შეცდომა იყო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან „მრგვალ მაგიდაზე“.

„უეცრად პრეზიდენტმა ტრამპმა, ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას აკრიტიკებდა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პირდაპირ თქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო უკრაინის ნატოში ჩათრევა. <...> ჩვენ მივესალმებით ამ სიტყვებს, ვინაიდან ნატო-ს პრობლემა პირველად მოინიშნა თემად, რომლის განსახილველადაც აშშ სერიოზულადაა მზად“, — უთხრა ლავროვმა ელჩებს.

რუსმა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ვინაიდან ტრამპი არა უბრალოდ დასავლელი ლიდერია, „არამედ აშშ-ის ლიდერი და შესაბამისად, მთელი დასავლური სამყაროსი“.