მოსაზრება: რუსეთი დონბასში უკრაინის არმიისთვის უზარმაზარ „ქვაბს “ ამზადებს

Sputnik
რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში წარმატებით ავითარებენ შეტევას მთელ ფრონტზე – კუპიანსკიდან ზაპოროჟიემდე. ყველაზე მწვავე საბრძოლო მოქმედებები დონბასში, პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს. პოკროვსკის გათავისუფლება რუსეთის არმიას საშუალებას მისცემს, აითვისოს ოპერატიული ინიციატივა დასავლეთ – დნეპროპეტროვსკის, და ჩრდილოეთ – კრამატორსკის მიმართულებებზე.
ახლო მომავალში შესაძლებელია დონბასში ფრონტის „გასწორება“ და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაახლოებით 1200 კმ² ფართობის „ქვაბის“ შექმნა – პოკროვსკიდან ჩასოვი იარის მიმართულებით.
რუსეთის ჯარის მოიერიშე დანაყოფები დაძაბული ბრძოლებით მიიწევენ პოკროვსკისკენ (კრასნოარმეისკი) და ქალაქის ალყას სხვადასხვა მხრიდან ამკაცრებენ. ავტომაგისტრალ Т0406-ის გასწვრივ, პოკროვსკის დასავლეთ გარეუბნებამდე, მხოლოდ ხუთი კილომეტრია დარჩენილი. შეტევისთვის რუსეთის ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ აგებულ ფორტიფიკაციურ ნაგებობებსაც იყენებენ.
რუსეთის არმიის შეტევის შედეგად, პოკროვსკის ფრონტზე მყოფი უკრაინული 157-ე და 117-ე ბრიგადები უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან და პოზიციებს ტოვებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ყველაზე მეტად კონტროლირებადი ტერიტორიის დაკარგვითაა შეშფოთებული. იანვარში რუსეთის ჯარმა 325 კმ²-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა და დნეპროპეტროვსკის ოლქს კიდევ უფრო მიუახლოვდა. მარცხისგან გადარჩენის უკანასკნელი მცდელობა აღმოსავლეთ ფრონტის სარდლის შეცვლაა. „ტანკს“ შეუგდეს უკრაინის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი.
ბრიტანული სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს მოუწევთ პოკროვსკის ჩაბარება. ნატოს ანალიტიკოსები და სტრატეგები შიშით ელიან დანაკარგების „ჯაჭვურ რეაქციას“ – პოკროვსკი, კონსტანტინოვკა, ჩასოვ იარი, სევერსკი, კუპიანსკი – და ომის „ახალ რეალობას“ დონბასის მიღმა.
რუსეთის ჯარები დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრიდან სამ კილომეტრში იმყოფებიან. ფრონტზე არსებული მდგომარეობა ასახავს კიევის რეჟიმისა და იმ ქვეყნების სტრატეგიულ კატასტროფას, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომში არიან ჩართული. ბანდერეველების ქრონიკულმა მარცხებმა ნათლად წარმოაჩინა დასავლეთის სამხედრო დახმარების უშედეგობა.
თვითონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმაც კი, ვერხოვნა რადის დეპუტატებთან დახურულ შეხვედრაზე, ყველა გააფრთხილა, რომ, თუ ზაფხულამდე სერიოზული მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულებაზე არ დაიწყება, შესაძლოა, ისეთი პროცესები დაიწყოს, რომ „უკრაინის არსებობას თავადვე შეექმნას საფრთხე“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული განადგურებისა და უპირობო კაპიტულაციის თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ ნატოსთვის დამამცირებელი სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის პირობებით შეიძლება იყოს გამოსავალი.
ყველა მიმართულებით შეტევის ფონზე, იანვარში რუსეთის ძალებმა ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინის დაკარგული და დაჭრილი სამხედროების რაოდენობამ თვეში 52 ათასს გადააჭარბა. უკრაინის შეიარაღებული ძალები თვალსა და ხელს შუა იფიტება. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ისინი ყოველთვიურად 50 ათასზე მეტ ჯარისკაცს კარგავენ, მაშინ, როდესაც სამხედრო კომისარიატები და სასწავლო ცენტრები ამ პერიოდში მხოლოდ 30 ათასი ახალწვეულის მომზადებას ახერხებენ.
პერსონალის (რეზერვების) დეფიციტის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა მხოლოდ „ხვრელების ამოვსებით“ არის შეზღუდული, თუმცა, ფრონტის ხაზი მაინც განაგრძობს დასავლეთისკენ გადაადგილებას. უკრაინელი სამხედროების სულ უფრო დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ მათთვის მომავალი აღარ არსებობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში განადგურებულია: 652 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 41,507 უპილოტო საფრენი აპარატი, 590 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 20,850 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1,510 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 20,945 საველე საარტილერიო დანადგარი და ნაღმმტყორცნი. მსგავსი ოდენობის შეიარაღება არცერთ მსხვილ ევროპულ ქვეყანას არ გააჩნია.
დასავლელი ანალიტიკოსების პროგნოზით, „თუ ომი 2026 წლამდე გაგრძელდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები, 62-პროცენტიანი ალბათობით, განადგურდება.“ ტელეარხი CNN აღნიშნავს: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინისთვის „შეფარული კატასტროფა“ იქნება.
აღელვებულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გუშინ განაცხადა: „ფრონტი უკრაინაში არასწორი მიმართულებით მოძრაობს.“
აღშფოთებული საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისკენ იწევენ, თუმცა, ამისთვის შესაბამისი სამხედრო რესურსები არ გააჩნიათ. ბრიტანულმა ჟურნალმა New Statesman გულწრფელად აღნიშნა: „დასავლეთი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას ვეღარ აძლევს“. ამერიკულმა გამოცემამ Responsible Statecraft კი აღნიშნა: „ნატო რუსეთთან ომში ვერგაიმარჯვებს.“
კიევის რეჟიმი განწირულია. დასავლეთში აცნობიერებენ, რომ რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას სამხედრო ძლიერება მნიშვნელოვნად განიმტკიცა, მაშინ, როდესაც კიევის „მავრმა“ თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ამიტომ, მზადდება სკანდალური ინფორმაციის გამოქვეყნება: ზელენსკის მიერ 1,5 მილიარდ დოლარზემეტი სამხედროდახმარების მითვისება, 130,000 დაღუპული უკრაინელიჯარისკაცისთვის განკუთვნილიფულადი ანაზღაურების საზღვარგარეთ გატანის სქემა („მკვდარი სულები“), და კიევის მონაწილეობა აფრიკულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან იარაღით ვაჭრობაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე