უკრაინელი ნაციონალისტები იალტის კონფერენციის ჩასაშლელად ემზადებოდნენ: რუსეთის უშიშროება

Sputnik
თბილისი — 4 თებერვალი, Sputnik. გერმანიის სპეცსამსახურები 1945 წლის იალტის კონფერენციის ჩასაშლელად ემზადებოდნენ, მაგრამ „სმერშის“ თანამშრომლებმა ყირიმში ნაცისტური რეზიდენტურის ოპერაცია აღკვეთეს, იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, მათ ხელთ აღმოჩნდა მანამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტები საბჭოთა კონტრდაზვერვის მუშაობის თაობაზე იალტის კონფერენციის წინ. პრიმორიეს არმიის კონტრდაზვერვითი განყოფილება „სმერშის“ მოხსენებითი ბარათის თანახმად, სპეცსამსახურებმა რეიხის რამდენიმე აგენტი გამოავლინეს.
„ამ პერიოდში მოძებნილია და დაპატიმრებულია მოწინააღმდეგის სამი აგენტი: გერმანიის სამხედრო-საზღვაო დაზვერვის აგენტი ბუაძე შოთა; რუმინეთის დაზვერვის აგენტი ტარნოგრადსკი ზილია; SD-ს ნიკიტენკო გეორგი“, — აღნიშნულია დოკუმენტში.
პრიმორიეს არმიის კონტრდაზვერვის ცნობით, კიდევ 83 ადამიანი, რომლებიც დასავლეთ უკრაინიდან და ბელორუსიიდან იყვნენ მობილიზებულები საბჭოთა არმიაში და რომლებიც ნაციონალისტურ განწყობებში შეინიშნებოდნენ, ქალაქ ქერჩში გადაიყვანეს, სადაც „აგენტურულად დაამუშავეს“ და დაცვა დაუნიშნეს.
ანტიჰიტლერის კოალიციის ქვეყნების ლიდერების იალტის კონფერენცია ყირიმში, ლივადიაში (იალტა) ჩატარდა 1945 წლის 4 თებერვლიდან 11 თებერვლამდე. „დიდი სამეულის“ გადაწყვეტილებებმა ხელი შეუწყო ანტიჰიტლერული კოალიციას ძალების მობილიზაციასა და ნაცისტური გერმანიისა და მილიტარისტული იაპონიის საბოლოო დამარცხებაში.