თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი საფრანგეთში 1-2 თებერვალს ჩატარდა.
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ფინალში კორეელ კიმთან დამატებით დროში დამარცხდა.
გუშინდელ საშეჯიბრო დღეს რეპეჟაში დამარცხდენენ ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ). ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), კოტე კაპანაძე (81 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) კი გარნდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
ტურნირის პირველ დღეს გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალურ ბლოკში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მურად ჩოპანოვს იპონით მოუგო.
წლევანდელ პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 14 ძიუდოისტით იასპარეზა - ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ისე საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები.
2024 წელს პარიზის გრანდ სლემის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა. გუნდს ვერცხლი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძემ მოუტანა.