ზახაროვას კომენტარი ფინეთის მთავრობის ინსტრუქციაზე დაქირავებული მებრძოლებისთვის

Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციაზე, რომელიც კიევის მხარეზე ბრძოლის მსურველი საკუთარ მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა.
ზახაროვას აზრით, ამ დოკუმენტის ავტორებს მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი ამოძრავებდათ საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

„ჩემი აზრით, საკუთარი მოქალაქეებისადმი სიძულვილისა და მათი ბედისადმი გულგრილობის გარდა, მსგავსი „ინსტრუქციის“ შემდგენლებს სხვა არაფერი ამოძრავებდათ... ვის სძულს ფინეთის მთავრობაში ასე ფინელები?“, - განუცხადა მან „რია ნოვისტის“.