„გალერია თბილისში“ მეორე სართულიდან კაცი გადავარდა და გარდაიცვალა

ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ მამაკაცი მეორე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
არსებული ინფორმაციით, მას ხელში მობილური ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.