2024 წელს კონკურსზე 20 ათასზე მეტი ფოტო გაიგზავნა. გამარჯვებულებს ირჩევს 15 ექსპერტისგან შემდგარი ჟიური. ფინალისტები წარადგენენ სურათების ორიგინალებს იმის დასადასტურებლად, რომ ისინი არ შექმნილა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მაყურებლის სიმპატიის ჯილდოს მფლობელი ვლინდებაკონკურსის ვებგვერდზე ონლაინ-კენჭისყრის შედეგების საფუძველზე.
გამარჯვებულთა ფოტოები ბანბერის მუზეუმსა და გალერეაში (დიდი ბრიტანეთი) 29 მარტიდან 7 ივლისამდე იქნება გამოფენილი. ნამუშევრების დათვალიერება ასევე შესაძლებელია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Xposure-ის გამოფენაზე, ივნისის შუა რიცხვებში კიდევ ერთი გამოფენა გაიმართება ხუნანის პროვინციაში (ჩინეთი).