თბილისის ცენტრში გზა გაფართოვდება: როგორ მიმდინარეობს გმირთა მოედნის რემონტი - ვიდეო

თბილისის მერიამ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სატრანსპორტო კვანძის - გმირთა მოედნის რემონტი დაიწყო. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო
Sputnik
პროექტის ფარგლებში გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდება საგზაო განათების ახალი სისტემა, გაჩნდება „უსაფრთხოების კუნძულები“, ახალი შუქნიშნები, ქვეითთა გადასასვლელები სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება - დაახლოებით 2 მლნ დოლარია. ასეთი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად ხელისუფლებამ გამოისყიდა სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის Lukoil-ის, Gulf-ისა და Wissol-ის კუთვნილი ტერიტორიები, სადაც მათი ბენზინგასამართი სადგურები მდებარეობდა.
სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში წარიმართება, გეგმის მიხედვით კი ორ თვეში დასრულდება.
ეს სწორედ ის მონაკვეთია, სადაც მომავალში ორი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტი განხორციელდება - ეს იქნება 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენები. აღნიშნული პროექტი დედაქალაქში ყველაზე მასშტაბური დეველოპური პროექტი იქნება.