დუმას ტრადიციული ღირებულებების შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდეს

Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. რუსეთის დუმის ოჯახის, დედობისა და ბავშვობის დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მღვდელმსახურმა ფიოდორ ლუკიანოვმა სათათბიროს მოუწოდა, მიიღონ კანონი ტრადიციული ფასეულობების შესახებ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მისი თქმით, ეს კანონი აამუშავებს პრეზიდენტის ბრძანებულების ნორმებს „სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით".
„აუცილებელია ფუნდამენტური ხასიათის კანონები და მთავარ როლს ამაში ტრადიციული ფასეულობების დაცვა ასრულებს <...>. იმედი გვაქვს, რომ კანონი ტრადიციული ფასეულობების დაცვის შესახებ მიღებული იქნება. ჩვენ გვაკლია დღეს ეს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ყველა იმპერატივის იმპლემენტაციაში დაგვეხმარებოდა ჩვენს კანონმდებლობაში“, — თქვა ლუკიანოვმა.
ამის თაობაზე მღვდელმსახურმა და კომიტეტის თავმჯდომარემ დუმაში მამობის, დედობისა და ბავშვობის საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე ისაუბრა.