მსოფლიო დღეს

ბოლო წლების უდიდესი ავიაკატასტროფა აშშ-ში: დეტალები

18 დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია, საძიებო სამუშაოები უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ვაშინგტონში, მდინარე პოტომაკში სამგზავრო ლაინერის და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების ადგილზე საძიებო სამუშაოები უკიდურესად რთულ პირობებში მიმდინარეობს.
აშშ-ს საავიაციო მარეგულირებელმა განაცხადა, რომ Bombardier CRJ700 რეგიონულ სამგზავრო თვითმფრინავსა და Sikorsky H-60 ​​სამხედრო ვერტმფრენს შორის შეჯახება მოხდა. სამოქალაქო თვითმფრინავში, რომელიც ამერიკის უმსხვილეს ავიაკომპანიას, American Airlines-ს ეკუთვნის, 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.
„პირობები მაშველებისთვის უკიდურესად რთულია. სიცივეა. მდინარეზე საკმაოდ ძლიერი ქარია, რაც სამუშაოს ართულებს. მაგრამ ისინი აგრძელებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და ჩვენ ვიღებთ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ავიაკატასტროფაზე რეაგირების ზომებს მიეძღვნა.
ეს აშშ-ში ბოლო 15 წლის განმავლობაში შეიძლება ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა იყოს. არსებული მონაცემებით, მდინარე პოტომაკიდან 18 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.