ზუგდიდში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში გაჩნდა - შემთხვევის დროს სახლში ხანდაზმული მამაკაცი იმყოფებოდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იქნ გამოძახებული, მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა, მამაკაცი უკვე დაღუპული იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.