თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გასულ წელს, უკრაინის თავდასხმების შედეგად, ათასობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული კი დაიღუპა, განაცხადა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.
„სულ 2024 წელს, ამ დროისთვის ყველაზე მოკრძალებული გადამოწმებული მონაცემებით, სულ მცირე, 5399 ადამიანი გახდა უკრაინელთა დანაშაულების მსხვერპლი, რომელთაგან 809 ადამიანი დაიღუპა“, — განაცხადა მან ბრიფინგზე.
მიროშნიკმა კიდევ უფრო დაკონკრეტა და განმარტა, რომ უკრაინის არმიის შეტევების შედეგად დაშავებულია თითქმის 350 ბავშვი, დაღუპულია 51.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ დაშავებულ და დაღუპულ ბავშვთა ყველაზე მეტი რაოდენობა დონეცკზე მოდის, სადაც 127 არასრულწლოვანი დაშავდა, 11 კი დაიღუპა.
ამ მხრივ მეორე პოზიციაზეა ბელგოროდის ოლქი, სადაც დაიჭრა 88 და დაიღუპა 12 მოზარდი.