„ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, მაღაზია „შვიდ სპილოში" გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება, ასევე უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.