თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. იუნესკოს სამდივნო სამარცხვინოდ დუმს რუსეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების ფაქტებზე ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„კიევის ხელისუფლებასთან და მათ დასავლელ მფარველებთან შემღერებით, სამდივნო დუმს. მე ვიტყოდი, სამარცხვინოდ დუმს უკრაინასა და ბალტიისპირეთში რუსული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასობრივ სისტემურ განადგურებასთან დაკავშირებით; მათ შორის ისეთებისა, რომლებსაც იუნესკო იცავს, როგორც კულტურულ ფასეულობებს“, — აღნიშნა ლავროვმა იუნესკოს საქმეთა კომისიის სხდომაზე.
როგორც რუსმა მინისტრმა აღნიშნა, ორგანიზაციამ, მაგალითად, უგულებელყო ოდესის ისტორიულ ნაწილში ეკატერინე დიდისა და ფელდმარშალ გრიგორი პოტიომკინის ძეგლების დემონტაჟი, ერთი კვირის შემდეგ კი ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.
მიუხედავად ამისა, ლავროვი დარწმუნებულია, რომ იუნესკოს „რუსეთის გაუქმება არ გამოუვიდა და არც გამოუვა, მიუხედავად ყველა მცდელობისა“.