მსოფლიო დღეს

ლავროვმა იუნესკოს ხელმძღვანელი დუმილისთვის გააკრიტიკა

Sputnik
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ის ფაქტი, რომ იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ არ დაგმო რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, მას რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის თანამონაწილედ აქცევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ქალბატონ აზულეს უარი ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით მისთვის მიცემული მანდატის შესრულებაზე და მათი მკვლელობების დაგმობაზე, მას, ფაქტობრივად, საინფორმაციო ომის თანამონაწილედ აქცევს“, — თქვა მან რუსეთში იუნესკოს საქმეთა კომისიის საერთო კრებაზე გამოსვლისას.
ლავროვის თქმით, იუნესკოს ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არაფერია ნახსენები რუსი ჟურნალისტების დაღუპვაზე.
მანამდე იუნესკოს საიტზე გამოქვეყნდა მოხსენება, რომელიც ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა და რომლითაც იუნესკო მოუწოდებდა ყველა სახელმწიფოს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ჟურნალისტების მკვლელობის დაუსჯელობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.
იუნესკოს ახალი ანგარიშის მიხედვით, დაუსჯელობის დონე კვლავ მაღალია და 85%-ს შეადგენა. ექვსი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ით შემცირდა.