თბილისის ზღვასთან უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა

განხორციელდა 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის დემონტაჟი
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მერიის მონაცემებით, დანგრეულია 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა, რომლებიც რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული.
დემონტაჟის შემდეგ ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა.