საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ბორჯომიდან 13 კილომეტრის სამხრეთით, სოფელ ციხისჯვარში 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც 11:31 საათზე დაფიქსირდა, 16 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.