თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. უკრაინის ოფიციალური პირებს მიაჩნიათ, რომ, კონფლიქტის შესაძლო მოგვარების ფარგლებში, კიევის მოკავშირეებმა ათობით ათასი ჯარისკაცი უნდა გაგზავნონ უკრაინაში საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, წერს გაზეთი Financial Times საკითხში კარგად გაცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით.
„კიევსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის დისკუსიებში მონაწილე ადამიანების თქმით, უკრაინელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ფრონტის ათასკილომეტრიანი ხაზის გასწვრივ 40 000-დან 50 000-მდე უცხოელი ჯარისკაცის გაგზავნაა შესაძლებელი უსაფრთხოების ძალების სახით“, — წერს გამოცემა.
ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნის, კამილ გრანდის თქმით, 40 000-მდე ჯარისკაცი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ეს ძალები „მარტივ სამიზნედ“ არ იქცეს და არც დაუყოვნებელი გაძლიერება დასჭირდეს.
გრანდს მიაჩნია, რომ რომ ასეთი ძალები, დიდი ალბათობით, სპეციალური კოალიციის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას, რომელსაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ, და რომელშიც ასევე მონაწილეობენ ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკვე მსჯელობენ უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნაზე. გავრცელებული ცნობით, ეს მრავალმილიარდიანი ფულადი დახმარების ალტერნატივა იქნება, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნები სახსრების ნაკლებობას განიცდიან.