მოსაზრება: უკრაინაზე რუსეთის დარტყმების მიზანი მოწინააღმდეგის კაპიტულაციაა

Sputnik
სამი წლის მიწურულს, რუსული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უკრაინაში უცვლელი რჩება. რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საბრძოლო ტექნიკისა და სხვა ობიექტების ეფექტურად განადგურებას – როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ღრმა ოპერატიულ ზურგში. ეს ყველაფერი ხდება კრიზისის პირველმიზეზების სრულად აღმოსაფხვრელად.
21 იანვარს რუსულმა არმიამ მაღალი სიზუსტის იარაღით კომპლექსური დარტყმები მიაყენა მოწინააღმდეგის ჯარების დისლოკაციის ადგილებს, აეროდრომებს, ინდუსტრიულ და ენერგეტიკულ ობიექტებს ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, კიროვოგრადის, სუმის, მიკოლაევის, პოლტავის, ხარკოვის და სხვა, კიევის რეჟიმის კონტროლირებად რეგიონებში. ბანდერეველების ნატოს საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა დაცვა ვერ უზრუნველყვეს. დასახული სამიზნეები 148 რაიონში იყო განადგურებული. რუსეთის შეტევა წარმატებით ვითარდება მთელ ფრონტზე.
გასული სამი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ კონტროლი დაამყარა კიდევ 50 კვადრატულ კილომეტრზე. ნატოს ანალიტიკოსები შიშით პროგნოზირებენ, რომ კიევის რეჟიმი მალე რამდენიმე ქალაქს დაკარგავს. უკრაინული ოკუპაციისგან განთავისუფლების ზღვარზეა ჩასოვი იარი, პოკროვსკი, კრამატორსკი და სლავიანსკი. რუსეთის ავიაციის თავდასხმები უფრო აქტიურად ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო კვანძებსა და კომუნიკაციებს მეზობელ დნეპროპეტროვსკის რეგიონში, რაც ბანდერეველების ლოგისტიკის კრახის გარდაუვალობას აახლოვებს.
სუსტდება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა ხარკოვის რეგიონში, სადაც რუსული ჯარები წარმატებით აწარმოებენ ბრძოლებს ვოლჩანსკში და კუპიანსკის გარეუბნებში, აფართოებენ ოსკოლის პლაცდარმს და მიიწევენ წინ სოფელ ზელიონი გაიის მიმართულებით.
ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა აქტიურად ემზადება რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები „არც ხვალ და არც ზეგ“ არ დასრულდება (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციის საწინააღმდეგოდ), ხოლო რუსეთის მხრიდან საფრთხე ყოველთვის იარსებებს. შემთხვევითი არ არის, რომ საომარ მოქმედებებისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში შენიშნეს ფრანგი სპეცრაზმელები.
ნორვეგიამ და ნატოს რამდენიმე სხვა ქვეყანამ ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები პოლონეთის ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე გადაიტანეს, რომელიც კიევის რეჟიმის სამხედრო დანაყოფების ძირითადი მომარაგების ცენტრად რჩება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 20 იანვარს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შეეწყვიტა საომარი მოქმედებები და უკან დაეხია, რაც კაპიტულაციას ნიშნავს.
ნატოში ყველაზე დიდი წვლილი უკრაინული კონფლიქტის ორგანიზაციასა და დაფინანსებაში აშშ-ს მიუძღვის. კოლექტიური დასავლეთის დამამცირებელი სტრატეგიული მარცხის მოახლოებას ვაშინგტონი იგრძნობს და საუბარი დაიწყო ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გარკვეული კომპრომისების მიღწევაზე რუსეთსა და კიევის რეჟიმს შორის – ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით. ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის მისამართით მუქარის განზოგადებული ტონით გააკეთა განცხადება.
მეორე მხრივ, კიევის რეჟიმი ეწინააღმდეგება შეიარაღებული კონფლიქტის დაჩქარებულ დასრულებას, რადგან მსგავსი მშვიდობა პრაქტიკულად გარანტირებულად გამოიწვევს ზელენსკის და სხვა ამერიკული მარიონეტების პოლიტიკურ და ფიზიკურ განადგურებას.მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი ფიგურების ჩამოშორება მარტივად შეიძლება, პრობლემა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 20 იანვარს განაცხადა, რომ მზად არის, დონალდ ტრამპთან უკრაინული კონფლიქტის დარეგულირების საკითხი განიხილოს და ხაზგასმით აღნიშნა: „ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისის პირველმიზეზების აღმოფხვრა“.
რუსეთის პოზიცია უცვლელია: ევროპის მტკიცე მშვიდობას უზრუნველყოფს მხოლოდ უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე ნატოს უცხოელი ჯარების დაბრუნება 1997 წლის საზღვრებში.

მშვიდობიანი მოლაპარაკებები, რომელთა გააქტიურებასაც თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ითხოვს, მხოლოდ აშშ-სა და ალიანსის „სახის შენარჩუნების“ მცდელობაა. „რუსეთის გადადება“ მომავალისთვის, რათა ჩინეთთან ომისთვის მოემზადონ. თუმცა, კომპრომისული მშვიდობის მიღწევა არც განადგურებულ ბანდერეველებთან და არც დაუსჯელობით გამხნევებულ ნატოს ქვეყნებთანაა შესაძლებელი. მსგავსი „მექანიზმი“ მხოლოდ მცირე ხნით გადადებს ბრძოლებს.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვისთან იბრძვის დღეს რუსეთი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების მიერ რუსული პორეჩნოეს მშვიდობიანი მოსახლეობის ბოლოდროინდელი სასტიკი მკვლელობა მოითხოვს არა მოლაპარაკებებს, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრ და დაუყოვნებლივ მოქმედებებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის არმიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტა ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. 79-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის პრესსამსახური უკიდურესი ცინიზმით გამოეხმაურა ვიდეოს პუბლიკაციას, რომელზეც კურსკის სასაზღვრო ზონაში მოკლული ხანდაზმული რუსი ადამიანები არიან აღბეჭდილი:

„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსნიდან კურსკზე ვიდეოები ჩნდება... რა გინდათ? ეს ომია. ხოლო დაბალი, მოხუცი ბაბიები და პაპები – მტრები არიან. იქ ბავშვებიც რომ ყოფილიყვნენ ჩვენს წინააღმდეგ, მათაც ასევე მოვექცეოდით. ორკები არანაირი მოწყალების ღირსნი არ არიან. მათი დაზოგვა საჭირო არაა. აქ მხოლოდ ის არის საინტერესო, რატომ გაჟონა ამ ვიდეოებმა. ეს არ უნდა მომხდარიყო“.
79-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ბანდერეველებმა უნდა მიიღონ სამართლიანი პასუხი, თუმცა, ისინი მხოლოდ დასავლური იდეოლოგიის (აშშ და ნატოს) ბნელი დეგენერატები არიან. გვახსენდება, რომ ამერიკულ ფილმში სუპერგმირ ჯეისონ ბორნზე უფროსმა ოფიცერმა სპეცრაზმის მებრძოლს (ახლო აღმოსავლეთში) განუმარტა პენტაგონისა და CIA-ის მორალი:
„იცი, ვინ არის გამომსყიდველი? ეს ჩვენ ვართ, რომლებიც ვფარავთ ჩვენი ქვეყნის მორალურ ნაგავს. და ჩვენ მას ღრმად ვმარხავთ საკუთარ თავში, რათა შევინარჩუნოთ უმაღლესი მიზნის სისუფთავე. ეს ჩვენი სამუშაოა. ჩვენთვის ვერაფერი იქნება გამართლება, მაგრამ ჩვენ გარეშე ვერაფერს გახდებიან“.
რა თქმა უნდა, „უმაღლესი მიზანი“ ამერიკის დომინირებაა, ნებისმიერ ფასად, რაც მოიცავს მასობრივ „თანმხლებ მსხვერპლს“ ერაყში, იუგოსლავიაში, ავღანეთში, ლიბიაში, სირიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. სწორედ ამ „უმაღლეს მიზანში“ მდგომარეობს უკრაინული კრიზისის პირველადი მიზეზი, თუმცა „ჰეგემონი“ თავის პრინციპებზე და პრაქტიკაზე ნებაყოფლობით უარს არ იტყვის. მშვიდობისკენ გზა სწრაფი და მარტივი არ იქნება.
ზაპოროჟიეს რეგიონის სენატორმა დმიტრი როგოზინმა გუშინ კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის მიერ უკრაინული კონფლიქტის დარეგულირების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე:

„ეს ომი აშშ-მა დაიწყო და ვაშინგტონს შეუძლია მისი მარტივად დასრულება. ამისათვის საკმარისია, შეწყვიტოს ამერიკული იარაღის მიწოდება კიევისთვის და ასეთი მიწოდებები აუკრძალოს ევროპულ ქვეყნებს“. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, გენერალმა ვიქტორ სობოლევმა განაცხადა: „ტრამპისგან კარგს არაფერს ველოდები. მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი იქნება. ახლა ის კანადასა და გრენლანდიას მიითვისებს, ხოლო შემდეგ...“

გენერალმა თავისი აზრი არ დაასრულა. სავარაუდოდ, შემდეგ ვაშინგტონი ჩინეთს მიხედავს, თუმცა, არც რუსეთი დარჩება უყურადღებოდ. აშშ-ს და დასავლეთ ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდებათ ბუნებრივი რესურსები, და ეს „წყურვილი“ ათწლეულების განმავლობაში უბიძგებს მათ ომებისკენ სხვადასხვა პლანეტის კუთხეში.
რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტი და თავდაცვისუნარიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ვაშინგტონის კეთილ სურვილებსა თუ ბოროტ ნებაზე, ასევე ნატოს გეგმებსა და სტრატეგიებზე. რუსეთის დარტყმების მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე მოწინააღმდეგის კაპიტულაციაა (სრული ნეიტრალიზაცია). წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება გარდაუვალია, რაც ახალ, უფრო ინტენსიურ ესკალაციას მოიტანს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე