ეს დონალდ ტრამპისთვის მეორე ინაუგურაციაა. პრეზიდენტის პოსტი მას პირველად 2017-2021 წლებში ეკავა. ტრამპი გახდა მეორე პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდა. ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსის წინაშე დადო. პრეზიდენტმა ფიცი ორ ბიბლიაზე - ერთი, რომელიც მას მემკვიდრეობით დედისგან ერგო და მეორე, რომელზეც ფიცი აბრაამ ლინკოლნმა 1861 წელს დადო. საინაუგურაციო ცერემონია აშშ-ის ყველა მსხვილმა ტელეარხმა გადასცა.