თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზეც, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.