თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი".
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბარჯისხევთან, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა ავტომობილებს დაეცა.
ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ერთი პირი, რომელიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.