პესკოვი: მოსკოვმა იცის, რომ უკრაინის მხარეზე დაქირავებულები იბრძვიან

Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მოსკოვისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ კიევის რეჟიმის მხარეზე უცხოელი დაქირავებულები იბრძვიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პერსკოვმა.
„ჩვენთვის ცნობილია, და ეს ყველაფერი ხმელეთზე ფიქსირდება, რომ უცხოელი დაქირავებულები კიევის რეჟიმის მხარეზე იღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში“, — აღნიშნა მან ბრიფინგზე.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, ავსტრალიური ტელეარხი ABC-ის ცნობით, უკრაინის მხარეს მებრძოლი ავსტრალიელი დაქირავებულის, ტყვედ ჩავარდნილი 32 წლის ოსკარ ჯენკინსის დაკითხვის კადრებია აღბეჭდილი.
მოგვიანებით 7News-მა გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენკინსი გარდაიცვალა.