კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოცხადდა - ფოტო

ლოს-ანჯელესის ოლქში ხანძრის საერთო ფართობმა თითქმის 11 ათას ჰექტარს მიაღწია, ხანძარმა გაანადგურა ათასზე მეტი შენობა, მათ შორის ცნობილი მსახიობების სახლები
Sputnik
კალიფორნიაში ტყის ხანძრები იშვიათი არაა, თითქმის ყოველწლიურად ხდება, თუმცა, ბოლო ხანძრისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი შეიძლება ყველაზე დიდი იყოს. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. რეგიონის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურებაა.
მასშტაბური ხანძრების შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 175 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
1 / 8

1. ხანძარმა სანაპიროსთან მდებარე სახლები გაანადგურა.

2 / 8

1. ხანძარმა სანაპიროსთან მდებარე სახლები გაანადგურა.

3 / 8

1. ალტადინაში მოხუცებულთა სახლის ბინადრების ევაკუაცია.

4 / 8

1. მეხანძრე ალტადინაში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

5 / 8

1. Palidades Post-ის დამწვარი საფოსტო ყუთი.

6 / 8

1. საცხოვრებელი სახლი ცეცხლის ალშია გახვეული.

7 / 8

1. მამაკაცი ცეცხლმოკიდებული შენობის წინ.

8 / 8

1. ხანძრის შედეგად ავტომობილები დაიწვა.