ტყვე მესაზღვრემ ნატო-ს ცენტრებში გავლილ სწავლებაზე კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ნატოს ინსტრუქტორები არა მხოლოდ ძველ მეთოდებს იყენებენ უკრაინელი სამხედრო პერსონალის მომზადებისას, არამედ ცდილობენ, მათგან ისწავლონ, განუცხადა ტყვე უკრაინელმა მესაზღვრემ რუსეთის უშიშროების ძალებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შობის ღამეს რუსეთს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ექვსკაციანი ჯგუფი ჩაბარდა ტყვედ — მათ შორის, 2001 წელს დაბადებული სერჟანტი ალექსანდრ ბიჩკო (საძახისი „დათვი“), სასაზღვროსამსახურის მე-2 კატეგორიის ინსპექტორი.
ბიჩკოს თქმით, ის თავად გადიოდა წვრთნას ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე კამბრიაში, და ასევე საფრანგეთის სახმელეთო ჯარების სასწავლო ცენტრში ლა-კურტინში.
„პირველ წვრთნას 2023 წლის სექტემბერში გავდიოდი ბრიტანეთში, ბაზა Warcope-ზე. ბრიტანელი ინსტრუქტორები გვყავდა... თავად სწავლება , ასე ვთქვათ, მსუბუქი იყო — ჩვეულებრივი კურსი. <...> საფრანგეთში, ლა-კურტინში გაძლიერებული საქვეითო სწავლება უნდა გაგვევლო, მაგრამ უბრალოდ პოლიგონებზე დაგვატარებდნენ, ცარიელ ვაზნებს გვაძლევდნენ და დავრბოდით და ვისროდით“, — აღნიშნა ტყვემ.
ბიჩკოს თქმით, ნატო-ს ამ ცენტრებში სწავლების დონე არანაირად არ შეესაბამება უკრაინაში კონფლიქტს - კერძოდ, ეს ეხება დრონებს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ექვსკაციანი ჯგუფში, რომელიც შობის ღამეს რუსეთს ტყვედ ჩაბარდა, არიან:
1978 წელს დაბადებული იაროსლავშეველიუკი(საძახისი "შევა"), სასაზღვროსამსახურისუმაღლესიკატეგორიისინსპექტორი;
2001 წელს დაბადებული სერჟანტირუსლანზადოროჟნი(საძახისი "ბიზონი"), სასაზღვრო სამსახურისმე-3 კატეგორიისინსპექტორი;
2001 წელს დაბადებული სერჟანტი ალექსანდრ ბიჩკო (საძახისი „დათვი“), სასაზღვრო სამსახურის მე-2 კატეგორიისინსპექტორი;
1974 წელს დაბადებული კაპრალი სერგეი გრეკუ (საძახისი „დედ“), სასაზღვროსამსახურისმე-3 კატეგორიის ინსპექტორი;
1996 წელს დაბადებული რიგითი ივან კუცი (საძახისი „კუც“), სასაზღვროსამსახურისმე-2 კატეგორიისინსპექტორი;
1980 წელს დაბადებული რიგითი ოლეგ კოვალი(საძახისი "ბუბენ"), სასაზღვრო სამსახურისმე-2 კატეგორიისინსპექტორი.