თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 2024 წელში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 23,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 16,8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წელთან შედარებით 8,1%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2024 წელი
მაჩვენებელი  | მოცულობა, მლნ დოლარი  | ზრდა,%  | 
ექსპორტი  | 6 560,4  | 7,8  | 
იმპორტი  | 16 868,7  | 8,1  | 
სულ  | 23 429,0  | 8,0  | 
ექსპორტმა 6,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 7,8%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 10,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 8,3%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, გასულ წელს დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია იქნა ექსპორტირებული - თითქმის 9,1%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს.
2023 წელს ქვეყანამ 15,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 14%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.