თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. რუსეთი არ გადის ახლო აღმოსავლეთიდან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2024 წელს რუსული დიპლომატიის საქმიანობისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
რუსმა მინისტრმა ასე უპასუხა ერთ-ერთი არაბული არხის ჟურნალისტს, რომლის თქმითაც, ახლო აღმოსავლეთიდან რუსეთის წასვლის შემდეგ იქ ერთპოლარული მსოფლიო ყალიბდება აშშ-ის ხელმძღვანელობით.
„თქვენ ჟურნალისტიკის ასეთი სკოლა გაქვთ - დასაწყისში ორი მტკიცება გააკეთეთ: „რუსეთი გავიდა ახლო აღმოსავლეთიდან“, და შემდეგ „ყველაფერს აშშ ხელმძღვანელობს“. მერე კი მეკითხებით, როგორ მოვიქცეთო? მე არ ვეთანხმები არც პირველ და არც მეორე მტკიცებას. ჩვენ არ მივდივართ ახლო აღმოსავლეთიდან“, - აღნიშნა ლავროვმა.