ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" "ნაპოლის" ქართველი ვინგერის ხვიჩა კვარაცხელიას 70 მლნ ევროდ (ბონუსების გათვალისწინების გარეშე) გადასვლაზე შეუთანხმდა, განაცხადა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
გარიგების დასადებად და კონტრაქტზე ხელმოსაწერად კლუბებს ფორმალობების მოგვარება დარჩათ. კვარაცხელიას ხელფასი "პსჟ"-ში, "ნაპოლისთან" შედარებით, 1,5 მლნ ევროდან 7-7,5 მლნ ევრომდე გაიზრდება. კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი.